ფარმაცევტული კომპანია "CIS FARMA" LLC / შპს "სიაიეს ფარმა" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის (დასუფთავების თანამშრომელი) პოზიციაზე.
გვესაჭიროება დამლაგებელი (22-დან 50 წლამდე).
ძირითადი მოვალეობები:
** საოფისე, საწარმოო და საერთო სივრცეების დასუფთავება დამტკიცებული სტანდარტებისა და გრაფიკის შესაბამისად;
** სამუშაო ზედაპირების, იატაკების, სველი წერტილებისა და საერთო გამოყენების სივრცეების სისუფთავისა და ჰიგიენის უზრუნველყოფა;
** ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებების სწორად გამოყენება, ინვენტარის მოვლა და შენახვა;
** ნარჩენების დროული გატანა და ჰიგიენური საშუალებებით შევსება;
** ჰიგიენის, შიდა პროცედურებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა;
** დასუფთავების ჟურნალებისა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
** დაბინძურების, დაზიანების ან სხვა გადახრების შესახებ ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სისუფთავეზე ორიენტირებულობა;
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი და დისციპლინირებულობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები და თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** შრომისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ტრენინგებსა და მხარდაჭერას სამუშაო პროცესში.
ანაზღაურება: დირექტორთან შეთანხმებით, გასაუბრების შემდგომ.
სამუშაო გრაფიკი:
** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 08:30-18:00 სთ;
** შაბათი, კვირა და უქმე დღეები - დასვენება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 593 555 630 - კომპანიის ოფის მენეჯერი.
|