Робота для біженців з України
ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: თანამედროვე განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი ფსიქოლოგიური განათლება;
** ბავშვებთან ან/და ზრდასრულებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინკლუზიური განათლების პრინციპების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** ასაკობრივი განვითარების თავისებურებების ცოდნა;
** კონფლიქტების მართვის სტრატეგიების ფლობა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასკოლო გარემოში მოსწავლეთა ჰარმონიული ადაპტაციისა და ემოციური სტაბილურობის ხელშეწყობა, კლასის დამრიგებლებთან/ტუტორთან თანამშრომლობით;
** მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური და სოციალური უნარების განვითარების მხარდაჭერა;
** მოსწავლეთა პოზიტიური/სამიზნე ქცევის ფორმირება და მართვა;
** მომავალ პირველკლასელთან სასკოლო მზაობის შეფასება და საჭიროებების იდენტიფიცირება;
** მოსწავლეთა ტრანზიციის ხელშეწყობა;
** ქცევის სირთულეების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა და შესაბამისი მხარდაჭერის სტრატეგიების დაგეგმვა;
** მასწავლებელთა კონსულტირება და მხარდაჭერა, მათ შორის სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში;
** ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მხარდაჭერა;
** თემატური შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება სკოლის შესაბამის პერსონალთან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cea.ge

რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტის წარმოდგენით თქვენ ეთანხმებით, რომ დაწესებულება შერჩევის პროცესში დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე