Робота для біженців з України
უმცროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
იურიდიული კომპანია ეძებს მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ უმცროს იურისტს ჩვენი პარტნიორი კომპანიის ოფისში სამუშაოდ.

რას გთავაზობთ?

** ანაზღაურება: 800-1000 ლარი (Net - ხელზე ასაღები);
** რეალურ ბიზნეს-გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო პარტნიორი კომპანიის ოფისში.

ძირითადი მოვალეობები:

** სამართლებრივი დოკუმენტების და ხელშეკრულებების მომზადება;
** კომპანიის მიმდინარე იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება;
** კომუნიკაცია ადმინისტრაციულ ორგანოებთან (საჯარო რეესტრი, ნოტარიუსი);
** იურიდიული კონსულტაციების პროცესში მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სამოქალაქო სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინგლისური ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე)

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
** ლოკაცია: თბილისი, რუსთაველის ქუჩა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: businessride.hr@gmail.com

თქვენი რეზიუმე განიხილება მისი მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. ამასთან, კომპანია იტოვებს უფლებას შეინახოს და დამატებით განიხილოს თქვენი კანდიდატურა იმავე ან მსგავს პოზიციაზე რეზიუმეს მიღებიდან მომდევნო 8 (რვა) თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემების აღნიშნული ვადით შენახვა და კანდიდატურის შემდგომი განხილვა, გთხოვთ, ამის შესახებ მიუთითოთ გამოგზავნილ შეტყობინებაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე