კომპანია "მოგო", აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Eleving" შემავალი კომპანია. Eleving ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 3 კონტინენტზე სატრანსპორტო საშუალებებისა და სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. კომპანია Mogo დაარსდა 2012 წელს ლატვიაში, სწრაფად გადაიქცა მრავალ ბრენდულ ჯგუფად და, 2020 წლიდან, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში Financial Times-ის 1000 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიათა სიაშია. ამჟამად Eleving ჯგუფში დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი.
მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტთა დისტანციური მომსახურება (შემომავალი ზარები)
** კომპანიის პროდუქტების სატელეფონო გაყიდვები;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები;
** გამართული, დამარწმუნებელი და არგუმენტირებული კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული+ბონუსი);
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგი ლინკის საშუალებით: https://talent.sage.hr/jobs/ca121167-457a-4538-b024-2724d9c4276b
|