Робота для біженців з України
პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: გრიდ ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
სამშენებლო კომპანია "გრიდ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის ზედამხედველობა;
** პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვაში ჩართულობა და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
** პროექტის ხარისხის უზრუნველყოფის მონიტორინგი;
** პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვაში მონაწილეობა და შესრულების უზრუნველყოფა;
** სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი;
** ფორმა 2-ების წარმოება;
** გეგმების, ნახაზებისა და მოცულობების გადამოწმება;
** შესყიდვების მოთხოვნის მომზადება კომპანიის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით;
** სამუშაოებისა და მასალების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება;
** ხელოსნებთან, მომწოდებლებთან და ქვეკონტრაქტორებთან კომუნიკაცია;
** პროექტის დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება;
** პროექტის ძირითადი რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი, რეაგირება და მართვა;
** ხელმძღვანელობასთან მუდმივი კომუნიკაცია და პროექტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების ოპერატიული ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** AutoCAD-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სამშენებლო ნახაზების (კონსტრუქცია, არქიტექტურა, MEP) წაკითხვის უნარი;
** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავს მიმართულებით.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის მისამართზე: gridconstructioninfo@gmail.com.

მეილის Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე