Робота для біженців з України
ბუღალტრის ასისტენტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
ვაკანსია: ბუღალტრის ასისტენტი (სალაროს ოპერაციები)

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

ჩვენს გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ ბუღალტრის ასისტენტს, რომელიც ჩაერთვება სალაროს ოპერაციების ყოველდღიურ მართვასა და ბუღალტრული პროცესების მხარდაჭერაში.

ძირითადი მოვალეობები:

** სალაროს ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
** სალარო დოკუმენტაციის მომზადება, გაფორმება და სისტემატიზაცია;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების მიღება, შემოწმება და დამუშავება;
** ყოველდღიური სალაროს ნაშთების კონტროლი;
** ბუღალტრის მხარდაჭერა მიმდინარე საოპერაციო საქმიანობაში;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა განიხილებიან მოტივირებული დამწყები კანდიდატებიც;
** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** პრაქტიკული გამოცდილების მიღებას საბუღალტრო მიმართულებით;
** ანაზღაურება: 1, 500 ლარი (დარიცხვით).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: salomeshengeli@gmail.com

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.wrc.ge და გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ: "ბუღალტრის ასისტენტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე