კომპანია "სითი მენეჯმენტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა
ანაზღაურება: 1 700 ლარი
სამუშაო გრაფიკი:
** ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
** ყოველი მეორე შაბათი: 10:00-14:00
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარები;
** გუნდური მუშაობისა და პროცესების ეფექტურად მართვის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო არეალის სრულყოფილად შესწავლა;
** მობინადრეებთან აქტიური კომუნიკაცია;
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა;
** საჭირო ინვენტარისა და მარაგების კონტროლი;
** ფინანსური და ტექნიკური რეპორტინგი;
** ბინათმესაკუთრეთა და საპარკინგე ბაზების შედგენა და განახლება;
** დაქვემდებარებული პერსონალის კოორდინირება (სამუშაო გრაფიკების შედგენა, შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი, თანამშრომლების შერჩევა და ტრენინგების ორგანიზება);
** კომპლექსის საჭიროებების გამოვლენა, შესაბამისი რეაგირება და პროცესების მართვა;
** გადახდების რეგულირება და კონტროლი;
** ფორსმაჟორული სიტუაციების ეფექტური მართვა;
** კომპლექსის სოციალური ქსელების მართვა;
** აუთსორსზე არსებულ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** საჭიროების შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა კრებების ორგანიზება და წარმართვა;
** სხვადასხვა დღესასწაულთან დაკავშირებით კომპლექსში ღონისძიებების (ივენთების) დაგეგმვა და ორგანიზება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: sabaishvili@citymg.ge
|