საადვოკატო ოფისის აქტიური და მზარდი ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, ზრდასა და ახალი ცოდნის მიღებაზე ორიენტირებულ იურისტის თანაშემწეს/უმცროს იურისტს.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე, 10:00-დან 19:00 საათამდე (შესაძლებელია გრაფიკის ინდივიდუალური შეთანხმება);
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით).
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიურ საადვოკატო საქმიანობაში მხარდაჭერა და დახმარება;
** სამართლებრივი დოკუმენტების (სარჩელები, შესაგებლები, განცხადებები, საჩივრები) პროექტების მომზადება;
** სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების შემუშავება და სამართლებრივი ანალიზი;
** სამართლებრივი ბაზების, კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა (წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი მაღალ დონეზე);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ახალი ცოდნის ათვისებისა და პროფესიული ზრდის ძლიერი მოტივაცია;
** დროის ეფექტურად მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი.
შერჩევის ეტაპები: დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: infoadvokati55@gmail.com
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ტურში გადასულ, შერჩეულ კანდიდატებთან.
|