Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: de Medici Consulting
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
"de Medici Consulting" არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს სრულ მომსახურებას ერთ სივრცეში. ჩვენი სერვისები მოიცავს ბუღალტერიას, ფინანსურ კონსალტინგს, HR-ს, მარკეტინგს, PR-ს, ბრენდინგსა და ბიზნეს კონსალტინგს.

კომპანიის სწრაფი განვითარების ფარგლებში ვეძებთ კრეატიულ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ კონტენტ კრეატორს, რომელიც შექმნის როგორც ჩვენი კომპანიის, ისე ჩვენი კლიენტების სოციალური მედიისთვის მაღალი ხარისხის ვიზუალურ კონტენტს.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება 1 780 ლარიდან + კვარტალური ბონუსების სისტემა

ძირითადი მოვალეობები

** ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნა კომპანიისა და კლიენტების სოციალური მედიისთვის;
** Reels, TikTok, YouTube Shorts და სხვა მოკლე ვიდეოფორმატის კონტენტის გადაღება და მონტაჟი;
** პროფესიონალური ფოტო გადაღება და დამუშავება;
** ვიზუალური მასალების შექმნა Adobe Creative Suite-ის პროგრამების გამოყენებით;
** კონტენტის ადაპტირება სხვადასხვა სოციალური პლატფორმისთვის;
** მარკეტინგის გუნდთან ერთად კონტენტ-იდეებისა და კამპანიების შემუშავება;
** ბრენდის ვიზუალური სტანდარტებისა და ხარისხის მუდმივი დაცვა;
** გადაღებების ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ვიდეო მონტაჟის პროგრამების ცოდნა;
** Adobe Creative Suite-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** თანამედროვე სოციალური მედიის ტრენდების ცოდნა;
** კრეატიული აზროვნება და განვითარებული ვიზუალური გემოვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** 1 780 ₾ (Net) ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** კვარტალურ ბონუსების სისტემას;
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** სწრაფ კარიერულ ზრდას კომპანიის გაფართოებასთან ერთად;
** შესაძლებლობას იმუშაოთ სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებთან და მრავალფეროვან პროექტებზე;
** გამოცდილ მარკეტინგის გუნდთან მუშაობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ პორტფოლიო ან ნამუშევრების ბმული ელ. ფოსტაზე: info@demedici-group.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "კონტენტ კრეატორი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე