Робота для біженців з України
ექსპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
თხილეულის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (10:00 -19:00)
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური ენის C1/B2 დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა ;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საერთაშორისო გაყიდვების/ექსპორტის მიმართულებით გამოცდილება მინიმუმ 3 წელი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საერთაშორისო ბაზრის ანალიზის საფუძველზე, ახალი კლიენტების მოძიება და არსებულის პორტფელის მართვა;
** საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვების სტრატეგიისა და სისტემის შექმნა და დანერგვა (დისტრიბუტორები, იმპორტიორები, ონლაინ პლატფორმები)
** პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
** კონტრაქტების, კომერციული პირობებისა და მიწოდების პროცესების კოორდინაცია;
** ექსპორტის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
** გაყიდვების გეგმების შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
** რისკების შეფასება და ექსპორტის პროცესების ოპტიმიზაცია.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.

კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნების გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელმისამართზე: agritrade.ge@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ექსპორტის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე