Робота для біженців з України
ოთახების დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოთახების დიასახლისი
მომწოდებელი: Spark By Hilton Tbilisi Biography
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
სასტუმრო "Biography" არის თანამედროვე, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო ორთაჭალაში, რომელიც მოიცავს 103 ნომერს და გამოირჩევა მაღალი სტანდარტებითა და სტუმრებზე ორიენტირებული მომსახურებით.

ამ ეტაპზე ვეძებთ პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს ოთახების დიასახლისის პოზიციაზე.

სასტუმრო "Biography" სულ მალე გარდაიქმნება "Spark by Hilton"-ად (pre-opening ეტაპი), რაც თანამშრომლებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ გარემოსა და პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ნომრების დასუფთავება და მოწესრიგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** თეთრეულის და ჰიგიენური ნივთების განახლება
** ნომრებში წესრიგისა და სისუფთავის მუდმივი კონტროლი
** ტექნიკური ან სხვა ხარვეზების დროული დაფიქსირება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამის დეპარტამენტთან
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა

კანდიდატის მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** სისუფთავისა და წესრიგის მაღალი სტანდარტების დაცვა
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: 09:00 - 18:00 (1 საათიანი შესვენებით); კვირაში 2 დასვენების დღე (მცოცავი)

ჩვენ გთავაზობთ:

** კვება სამუშაო დღის განმავლობაში
** სტაბილური სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა საერთაშორისო ბრენდის ფარგლებში

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ლინკზე https://sparkbyhilton.selfrecruit.ge/s/uccz

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა:

** Tamara.nodia@hilton.com
** Ravi.rawlani2@gmail.com

ტელეფონის ნომერი: +995 557 914 027
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე