Робота для біженців з України
სტუმრის მიღება-განთავსების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტუმრის მიღება-განთავსების ოპერატორი
მომწოდებელი: სასტუმრო მზიური
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
სასტუმრო "მზიური" აცხადებს ვაკანსიას სტუმრის მიღება-განთავსების ოპერატორის პოზიციაზე.

მისამართი: ავლაბარი, თბილისის სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარედ
ანაზღაურება: 1000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დეტალებისადმი ყურადღებიანობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურ შედეგზე და სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა, პრეზენტაბელურობა;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mziuri.hotel@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე