"VIKON Group" არის ერთ ერთი წამყვანი სამშენებლო და საპროექტო კომპანია.
ვაკანსია: ინჟინერი/ტექნიკური მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
შესვენება: 13:00- 14:00
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სამშენებლო, არქიტექტურა);
** გამოცდილება სამშენებლო სექტორში;
** სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა; ფორმა #2-ის მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad).
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო პროცესების ორგანიზება/კოორდინირება და მონიტორინგი;
** სამშენებლო პროცესების ინჟინრული ზედამხედველობა და ტექნიკური მხარდაჭერა;
** კონსტრუქციული გადაწყვეტილების დაგეგმვა და სიზუსტის უზრუნველყოფა პროექტის ეტაპებზე;
** პროექტის რესურსების დაგეგმვა და ეფექტური განაწილება
** შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ვადების კონტროლი;
** ობიექტზე მოკლე მივლინებები, შესრულებული სამუშაოს გადასამოწმებლად და დასაგეგმად
** პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) წარმომადგენლებთან;
** პროექტების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა და პერიოდული განახლება;
** მუშაობის პროცესში რეკომენდაციების წარდგენა;
** ტექნიკური ხელმძღვანელობა და საკონსულტაციო მხარდაჭერა;
** შესაბამისი ორგანოებიდან და მუნიციპალიტეტებიდან პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის ასაღებად საჭირო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადებაში მონაწილეობა;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** ხელმძღვანელის მიერ მოცემული დავალებების შესრულება.
პიროვნული უნარები:
** ძლიერი ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახული და შედეგის ეფექტურ მიღწევაზე ორიენტირებული;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: info@vikon.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
|