Робота для біженців з України
სამშენებლო პროექტის მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ბრიტანია დეველოპმენტ
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
სამშენებლო კომპანია შპს "ბრიტანია დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია გთავაზობთ მუდმივ სამსახურს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 9:00-18:00სთ
ადგილმდებარეობა: ქალაქი ქუთაისი

შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება შეთანხმებით, დასაქმებულის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ განსაზღვრულ დღეს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროექტების დაგეგმარების, განხორციელებისა და დასრულების (მიღება-ჩაბარების) პროცესის წარმართვა;
** თითოეული პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების სრული, დეტალური გეგმა-გრაფიკის შემუშავება;
** ხარჯთაღრიცხვის და სრული, დეტალური გეგა-გრაფიკის მიხედვით პროექტის ბიუჯეტის შემუშავება/კონტროლი;
** ობიექტის მენეჯერისთვის პროექტის განხორციელების გეგმის, მეთოდოლოგიისა და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება და დანერგვა;
** პროექტის ავტორის მიერ შესრულებული სამუშაოების დამუშავება და აღნიშნულის დადარება სახელშეკრულებო პირობებთან და ხარჯთაღრიცხვასთან;
** შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა, მიღება-ჩაბარების (ფორმა 2) მომზადების უზრუნველყოფა და დამკვეთთან შეთანხმება;
** პროექტის რისკების, რეპორტინგის და პრობლემების მართვა;
** ქვეკონტრაქტორების და მომწოდებლების შერჩევის ორგანიზება მართვა;
** პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ნებართვების უზრუნველყოფა;
** პროექტის საჭიროებისამებრ ურთიერთობა სახელმწიფო და სხვა შესაბამის ორგანოებთან, დამკვეთის წარმომადგენლებთან;
** თითოეული პროექტის ფარგლებში სამშენებლო მასალების მოთხოვნა/მომარაგების პროცესის მართვა-კონტროლი და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** სამშენებლო მასალების გახარჯვის აღრიცხვა-კონტროლი და მარაგების მართვა;
** თითოეული პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დასახელებებისა და მოცულობების, არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის/თანხვედრის კონტროლი;
** შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დასაბუთებული ინიცირება და კომუნიკაცია დამკვეთთან;
** პროექტის მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტწარმოება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან სამშენებლო ინჟინერიაში / არქიტექტურის სფეროში.
** მინიმუმ 3-4 წლიანი გამოცდილება სამშენებლო პროექტებზე.
** საპროექტო ნახაზების წაკითხვის და ანალიზის უნარი.
** სამუშაო მოცულობების (BOQ) დათვლის გამოცდილება.
** MS Project-ის ცოდნა.
** Excel-ის კარგი ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა როგორც საკომუნიკაციო ისე დოკუმენტწარმოებითვის (წერილები, რეპორტები, მიმოწერა ელ.ფოსტის საშუალებით და ა.შ.).
** "ფიდიკ"-ის ხელშეკრულების ძირითადი პრინციპების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პროექტის დაგეგმარების, ორგანიზების და მართვის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** სტრესის მართვის უნარი;
** რამდენიმე პროექტის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია.

დაინტერესებული კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@britania.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე