Робота для біженців з України
ინჟინერ-მშენებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერ-მშენებელი
მომწოდებელი: ბრიტანია დეველოპმენტ
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
სამშენებლო კომპანია შპს "ბრიტანია დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე.

კომპანია გთავაზობთ მუდმივ სამსახურს. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
კომპანია ოპერირებს თბილისში.

შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება დასაქმებულის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. ხელფასი გაიცემა განსაზღვრულ დღეს, დაგვიანების გარეშე.

კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. ასევე, აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს კანდიდატის მიერ კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Microsoft project, AutoCAD, ArchiCAD).

ძირითადი მოვალეობები:

** მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** პროექტებში არსებული ტექნიკური საკითხების გადამოწმება, სპეციფიკაციის შედგენა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
** არსებული ტექნიკური პრობლემური საკითხების ანალიზი და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება
** პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი;
** სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** ობიექტის მიმდინარე საინჟინრო პროცესების მონიტორინგი და რეპორტინგი;
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვის უნარი.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებული კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@britania.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე