ყველაზე პატარა მარკეტი "სტარი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ათონელის ქ. №29 (დედაენის ბაღთან)
სამუშაო გრაფიკი:
** 40-საათიანი სამუშაო კვირა;
** დასვენების დღეები - შეთანხმებით.
ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი - 1600 ლარი;
ბონუსი - ნავაჭრის 1%, გეგმის შესრულების შემთხვევაში (საშუალოდ 1 500 ლარი)
ძირითადი მოვალეობები:
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** გუნდის მუშაობის ორგანიზება და ეფექტური დელეგირება;
** მომხმარებლის მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** შეკვეთილი პროდუქციის რაოდენობების კონტროლი;
** ყოველდღიური ნავაჭრის (ნაღდი და უნაღდო) კონტროლი;
** ზედნადებების აღრიცხვა;
** პროდუქციის ნაშთებისა და რაოდენობების სიზუსტის კონტროლი;
** ფასმაჩვენებლებისა და პროდუქციის სწორად განლაგების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** პროდუქციისა და ინვენტარის ნაკლებობის დროული აღრიცხვა;
** მაღაზიის სისუფთავისა და სამუშაო გარემოს კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** 1C-ის ან სხვა სასაქონლო/სასაწყობე პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი კულტურა;
** გუნდის მართვისა და მოტივაციის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.
განაცხადის გამოგზავნა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: tivistaff@gmail.com
|