"ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის (NPM) პოზიციაზე.
სამსახურის ადგილმდებარეობა - ბათუმი
კატეგორია - ტრანსპორტი
ანაზღაურება - შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
პროექტის მენეჯერი (NPM) პასუხისმგებელი იქნება გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით მიმდინარე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის - "მდგრადი ურბანული მობილობა" - ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების კოორდინაციასა და ზედამხედველობაზე.
ზოგადი ინფორმაცია
ქ. ბათუმის უნიციპალიტეტის მერია KfW-ის მხარდაჭერით ახორციელებს მდგრადი ურბანული მობილობის პროექტს (შემდგომში - "პროექტი"), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში.
პროექტის მიზანია თანამედროვე ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების (ITS) დანერგვა ბათუმში, მათ შორის ოპერაციული მართვის ცენტრის შექმნა (შენობის აშენება, შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფით), მუნიციპალური სატრანსპორტო ნაკადების მართვის გაუმჯობესების მიზნით. ასევე პროექტი ითვალისწინებს შერჩეული სატრანსპორტო დერეფნების ეკოლოგიურად მდგრადი გადაადგილების პრინციპების შესაბამისად დაგეგმარებას (EcoMobility), რათა გაძლიერდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და არამოტორიზებული გადაადგილების საშუალებების გამოყენება და უსაფრთხოების გაძლიერება (ერთობლივად - "კომპონენტები").
პროექტის სტრატეგიული მართვისა და კოორდინაციის მიზნით ბათუმის მერიაში შექმნილია პროექტის აღმასრულებელი სააგენტო (Project Execution Agency - PEA), რომელსაც ხელმძღვანელობს ქალაქის მერი.
ამჟამად მიმდინარეობს აღმასრულებელი და თანმხლები ღონისძიებების კონსულტანტის (შემდგომში - "კონსულტანტი") შერჩევის პროცესი, რომელიც მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტს პროექტის საერთო განხორციელებაში.
პროექტის მენეჯერი იქნება აღმასრულებელი კონსულტანტისა და პროექტში ჩართული სხვა კონსულტანტების ძირითადი ოპერაციული საკონტაქტო პირი. იგი იმოქმედებს დამკვეთის (ბათუმის მერია) სახელით, ბათუმის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზიების მართვის სამსახურის საერთო ზედამხედველობით.
პროექტის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები:
1. პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი, მათ შორის კონსულტანტის მიერ წარმოდგენილი შედეგების დროული და სათანადო შესრულების კონტროლი შეთანხმებული ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
2. აღმასრულებელი კონსულტანტის ან პროექტში ჩართული სხვა კონსულტანტების მიერ მომზადებული დოკუმენტების (ანგარიშები, პროექტები, სატენდერო დოკუმენტაცია, ტექნიკური ან ადმინისტრაციული მასალები) განხილვა და კომენტირება და შესაბამისი წერილობითი შეფასების მომზადება პროექტის აღმასრულებელი სააგენტოსთვის. ამგვარი შეფასება არ ცვლის აღმასრულებელი კონსულტანტის ხელშეკრულებით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
3. პროექტის განხორციელების პროცესში გამოვლენილი შეფერხებების, რისკების ან პრობლემების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება ტექნიკური სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარისთვის (ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზიების მართვის სამსახურის უფროსი).
4. პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნების, რეკომენდაციების და წინადადებების მომზადება და მათი წარდგენა პროექტის აღმასრულებელი სააგენტოსთვის.
5. მჭიდრო კოორდინაცია ბათუმის მერიის მიერ განსაზღვრულ საკონტაქტო პირთან.
6. პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს შეხვედრებში მონაწილეობა სრული წევრის სტატუსით და ხმის უფლებით და პროექტის პროგრესის, რეკომენდაციების და ანალიზის წარდგენა. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობა. დახურულ შეხვედრებზე, სადაც კონსულტანტი არ მონაწილეობს, NPM წარმოადგენს პროგრესის ანგარიშებს, ანგარიშგებებსა და შეჯამებებს პროექტის განხორციელების სააგენტოსა და ტექნიკური სამუშაო ჯგუფისთვის.
7. დღის წესრიგისა და შეხვედრების ოქმების მომზადება მხოლოდ იმ შიდა შეხვედრებისთვის, რომლებშიც კონსულტანტი არ მონაწილეობს. კონსულტანტის მონაწილეობით შეხვედრებზე დღის წესრიგსა და ოქმს ამზადებს კონსულტანტი.
8. ელექტრონული კორესპონდენციის წარმოება კონსულტანტთან, KfW-თან, პროექტის აღმასრულებელ სააგენტოსთან და შესაბამის მუნიციპალურ დეპარტამენტებთან პროექტის კოორდინაციისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მხარდაჭერის მიზნით.
9. საკითხების მომზადება პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს განსახილველად, სააგენტოს გადაწყვეტილებების გავრცელების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური სამუშაო ჯგუფის განხილვებში მონაწილეობა.
10. დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა პროექტის აღმასრულებელ სააგენტოსთან კოორდინაციით და შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად.
11. პროექტთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მომზადება და გავრცელება, მათ შორის შესყიდვების შესახებ განცხადებების და ღონისძიებების შესახებ შეტყობინებები, პროექტის აღმასრულებელ სააგენტოსთან შეთანხმებით.
12. KfW-თან და კონსულტანტთან საკოორდინაციო შეხვედრებში მონაწილეობა (ორ კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ) და შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ შეჯამებული სახით ან გამოვლენილი საკითხების წარდგენა პროექტის აღმასრულებელ სააგენტოსთვის.
13. პროექტის პერიოდული პროგრესის ანგარიშების მომზადება (თვიური ან კვარტალური) ქართულ და ინგლისურ ენებზე და მათი წარდგენა პროექტის აღმასრულებელი სააგენტოსა და ტექნიკური სამუშაო ჯგუფისთვის.
მოთხოვნები:
მინიმალური განათლება - ბაკალავრი; სამუშაო გამოცდილება - 5 წელი
პროფესია - ურბანული დაგეგმარება, სატრანსპორტო ინჟინერია ან ურბანულ/სატრანსპორტო განვითარებასთან დაკავშირებული სხვა პროფესია.
ენები:
ქართული: წერითი უნარი- C1; მეტყველება- C1. ინგლისური: წერითი უნარი - C1; მეტყველება - C1
დამატებითი მოთხოვნები:
კონკურსანტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში (სასურველია ტრანსპორტის ან ურბანული განვითარების სფეროში) კოორდინატორის, მენეჯერის ან კონსულტანტის პოზიციაზე, ასევე უნდა ჰქონდეს პროექტის მართვის ან კოორდინაციის მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის გამოცდილება.
სასურველი მოთხოვნები:
** მაგისტრის ხარისხი ტრანსპორტის დაგეგმარებაში, ურბანულ განვითარებაში ან/და პროექტის მართვაში.
** სამუშაო გამოცდილება KfW-თან ან სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (IFI).
** გამოცდილება ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუტებთან სატრანსპორტო ან ურბანული ინფრასტრუქტურის პროექტებზე მუშაობის მიმართულებით.
** კვალიფიკაცია FIDIC კონტრაქტების მართვის ან საერთაშორისო შესყიდვების სფეროში (ჩაითვლება უპირატესობად).
კომპეტენციები და უნარები:
1. ანალიტიკური აზროვნება;
2. ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
3. ანგარიშგების, შესრულებული სამუშაოების შეფასებისა და რისკების იდენტიფიცირების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
1. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა აპლიკაციის შევსების დროს აუცილებლად უნდა ატვირთოს და გამოაგზავნოს შესაბამისი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ (ებ)ი. CV წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
2. შეფასების ეტაპზე, გასაუბრება გაიმართება წერით დავალებასთან ერთად;
3. კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შერჩევის ეტაპი, მოწვეულნი იქნებიან მეორე ეტაპზე, რომელიც მოიცავს: გასაუბრების დრო ≈ 45 წუთი; წერითი დავალების დრო ≈ 30 წუთი.
წერითი დავალება მიზნად ისახავს კანდიდატის ანალიტიკური, პრობლემის გადაჭრისა და პროექტთან დაკავშირებული კომპეტენციების შეფასებას, პოზიციასთან შესაბამისი ქეისის საფუძველზე. გასაუბრების ფარგლებში შეფასდება პროფესიული გამოცდილება, ტექნიკური ცოდნა, კომუნიკაციის უნარები და პოზიციასთან საერთო შესაბამისობა.
4. წერითი დავალება ფასდება 10 ბალიანი ქულათა სისტემით; გასაუბრება ფასდება 10 ბალიანი ქულათა სისტემით. კონკურსანტები, რომლებიც წერით დავალებაში/გასაუბრებაში მიიღებენ თითოეულში 7 ქულაზე ნაკლებს, მიეცემათ შეფასება "ვერ გადალახა". გამარჯვებულ კანდიდატთან კონტრაქტი გაფორმდება ერთი წლით (გაგრძელების შესაძლებლობით). თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება გამარჯვებულ კანდიდატთან შეთანხმების საფუძველზე.
5. კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის, ეტაპების ჩატარების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ ელ. მისამართზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატთა შეფასება განხორციელდება ქულათა სისტემის საფუძველზე, ხოლო საბოლოო რეიტინგი განისაზღვრება წერითი დავალებისა და გასაუბრების ერთობლივი შედეგების მიხედვით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 2 თვის ვადაში.
კონკურსის ეტაპები:
განცხადების - გადარჩევა წერითი დავალება, გასაუბრება.
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის #25
საკონტაქტო პირი - რუსუდან ჟოჟაძე
ელ-ფოსტა: batumisum@batumi.ge
ტელ: 577 08 09 92
|