Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
ადგილმდებარეობა: თბილისი (ჰიბრიდული რეჟიმი - კვირაში 2 დღე ოფისში)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00
სამუშაო ტიპი: ჰიბრიდული, სრული განაკვეთი

საქმიანობა

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ბუღალტერს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საბუღალტრო პროცესების სწორ და დროულ წარმოებას.

ძირითადი ფუნქციებია:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება;
** საბანკო ამონაწერების ასახვა და შეჯერება;
** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
** ანგარიშფაქტურებისა და აქტების მომზადება;
** საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცესში მონაწილეობა;
** მენეჯმენტისთვის ფინანსური ინფორმაციის მომზადება;
** ბუღალტრული აღრიცხვის სიზუსტის უზრუნველყოფა.

სამუშაო კატეგორია: ფინანსები/ბუღალტერია/აუდიტი
გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი (სასურველია)
ანაზღაურება: შეთანხმებით
ანაზღაურების ტიპი: თვიური

რატომ უნდა იმუშაო ჩვენს კომპანიაში

** ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი
** კონკურენტული ანაზღაურება
** სტაბილური და მეგობრული გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** დამოუკიდებლად მუშაობის მაღალი ხარისხი
** თანამედროვე სამუშაო პროცესები
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა

რა შედეგს უნდა მიაღწიო

პოზიციაზე წარმატებული თანამშრომელი:

** უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის სრულ სიზუსტეს;
** ყველა დოკუმენტს ამუშავებს დროულად;
** არ დააგვიანებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას;
** უზრუნველყოფს ფინანსური მონაცემების სანდოობას;
** ეფექტურად მართავს სამუშაო დროს როგორც ოფისიდან, ისე დისტანციურად;
** აქტიურად თანამშრომლობს კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან.

დამატებითი ჩანაწერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტერიის მიმართულებით განათლება;
** საქართველოს საგადასახადო სისტემის საბაზისო ცოდნა;
** Excel-ის ცოდნა;
** სასურველია Balance, Oris ან სხვა საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ჰიბრიდული რეჟიმი (კვირაში 2 დღე ოფისში);
** სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

განაცხადის მიღება

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელ.ფოსტაზე: nikahrholding@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე