Робота для біженців з України
პოლისების ადმინისტრირების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პოლისების ადმინისტრირების მენეჯერი
მომწოდებელი: IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პოლისების ადმინისტრირების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2017 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს დაზღვევის მიმართულებით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტზე: https://igg.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახეობის პოლისების რეგისტრაცია სადაზღვევო პროგრამაში ;
** საჭიროების შემთხვევაში სრულყოფილი პოლისების პროგრამულად დამოწმება;
** კომპანიაში არსებული წესის შესაბამისად პოლისების დაარქივება;
** დასაარქივებელი პოლისების თანდართული დოკუმენტაციის პაკეტის სისრულეზე კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში პოლისების გაუქმებების უზრუნველყოფა და გაუქმების პროცესის კონტროლი;
** დაარქივებული პოლისების მოძიება, ასლის გადაღება და კომპანიის სხვადასხვა სამსახურისათვის მიწოდება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება, პოლისირება და მონაცემთა ბაზაში ასახვა;
** დაზღვეულთა სიებში ცვლილებებზე მუშაობა, მონაცემთა ბაზაში ასახვა და კონტროლი;
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტისა და სტრუქტურული ერთეულების მიერ, მიწოდებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შესაბამისი წესით დაარქივება;
** დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობები;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება;

განათლება და გამოცდილება:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** MS Office პროგრამების ცოდნა

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაცია (ზეპირი და წერითი)
** პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი გამოცდილების შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: vacancy@myigg.ge. გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე