შპს "ჯეო ქარ იმპორტი", ავტონაწილების სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ახალი ძარის ტაივანური და ჩინური ავტონაწილების იმპორტსა და რეალიზაციაში, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: გაყიდვების ოპერატორი.
სამუშაოს აღწერა/მოვალეობები:
** მომხმარებელთა მომსახურება და გაყიდვები;
** სალარო ოპერაციები (პროგრამა FINA);
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიღება - განთავსების პროცესში ჩართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული უნარები;
** სასურველია ინგლისური ან რუსულის ენის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა (5 სამუშაო დღე კვირაში);
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:30;
** დასვენების დღეები: კვირა + ერთი მოძრავი დასვენების დღე კვირის განმავლობაში;
** ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (ბონუსი დამოკიდებულია თვიურ ბრუნვაზე და განისაზღვრება ინდივიდუალურად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: nugos76@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან კომპანიის შიდა რეგულაციებით დაწესებული ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
|