24 სთ-იანი სუპერმარკეტი "აკვავიტე" აცხადებს ვაკანსიას მზა საკვების სექციის კონსულტანტის პოზიციაზე. (ცვლაში - თვეში 15 დღე ჯამურად)
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთა თავაზიანი მომსახურება და დახმარება კერძების შერჩევაში.
** პროდუქციის ვიტრინაში აკურატულად განთავსება და ვადების/ხარისხის მუდმივი კონტროლი.
** სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.
ჩვენი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მცირე გამოცდილება (სასურველია).
** პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
შენიშვნა: შერჩეული კანდიდატები სამუშაოს დაწყებამდე გაივლიან 1-კვირიან ანაზღაურებად პრაქტიკას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: დღის ცვლა, 09:00-დან 21:00 საათამდე (მუშაობა ხდება ცვლებში, შეთანხმებული გრაფიკით).
** ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები)
როგორ გამოგვეხმაუროთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: jobs.akvavite@gmail.com (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მზა საკვების სექციის კონსულტანტი").
ან მობრძანდით პირადად მისამართზე: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 16, კორპუსი 4ა.
|