Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: გაგრა პლუსი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია "გაგრა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

პირობები:

** მისამართი: ქ. თბილისი, ავჭალა
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით (კვირაში 40 სამუშაო საათი)
** დასვენების დღეები: შაბათი - კვირა.
** ანაზღაურება: ხელფასს 800 ლარს + შრომის დანამატი 600 ლარი (ზრდის პერსპექტივით)
** დამსაქმებელი უზრუნველყოფს კვებას.

მოვალეობები:

** საწყობში მისაღები და გასაცემი ტვირთების სატრანსპორტო საშუალებაზე დროული და უსაფრთხო დატვირთვა/ჩამოტვირთვის უზრუნველყოფა.
** სასაწყობე მეურნეობებში ტვირთების გადაადგილებაში/გადაზიდვაში და დასაწყობებაში მონაწილეობის მიღება.
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება. მონაწილეობის მიღება წუნდებული პროდუქციის აღრიცხვაში.
** საწყობში შეკვეთების მომზადება, შეკვეთის ხარისხობრივად და თვისობრივად გადამოწმება, შესაბამისობისა და რაოდენობის კონტროლი.
** სასაწყობე ტვირთებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება და საწყობში არსებულ პროცესებში ჩართულობა. ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული სასაწყობე სამუშაოების შესრულება.
** საწყობში სამუშაო წესრიგის დაცვა/შენარჩუნება, საწყობის მოწესრიგება/დასუფთავება.
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობა.
** პუნქტუალურობა.
** შრომისმოყვარე
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Tamaz.Peradze@gplus.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საწყობის თანამშრომელი სრული განაკვეთი ან საწყობის თანამშრომელი ნახევარი განაკვეთი სათაურის ველში (Subject)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე