საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს ვაკანსიებს:
1. ანაზღაურებადი სტაჟირება - რექტორის ასისტენტი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო დრო ორშაბათი-პარასკევი 10.00 დან 18.00 სთ-მდე
ანაზღაურება 800 (რვაასი) ლარი ხელზე ასაღები
ფუნქცია-მოვალეობები:
** რექტორის სამუშაო კალენდრის ორგანიზება, შეხვედრების დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
** შემოსული და გასული ოფიციალური წერილების, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო კომუნიკაციის მართვა კომპეტენციის ფარგლებში;
** რექტორის მითითებით დოკუმენტაციების მომზადება, აღრიცხვა და არქივირება;
** რექტორის სტუმრებისა და ოფიციალური დელეგაციების მიღება და მასპინძლობა;
** შეხვედრების, ვიზიტებისა და ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზაციული მხარდაჭერა;
** სასტუმროების, ავიაბილეთებისა და საქმიანი ვიზიტების დაგეგმვა/დაჯავშნა;
** რექტორის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (სავალდებულო); ჩინური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
აუცილებელი უნარები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მრავალდავალებიან გარემოში მუშაობის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი;
** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვისა და პროფესიული ეთიკის დაცვა.
დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ რეზიუმე / CV hr@giu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
2. ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამის (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) ხელმძღვანელი
სამუშაოს აღწერილობა:
** საგანმანათლებლო პროგრამ (ებ)ის შემუშავების პროცესის ორგანიზება;
** პროგრამის დაგეგმვისა და შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურ ჩართულობის უზრუნველყოფა სხვადასხვა ფორმით;
** საგანმანათლებლო პროგრამ (ებ)ის განვითარების უზრუნველყოფა;
** პოტენციური სტუდენტების მოზიდვის აქტივობებში მონაწილეობა;
** ინფორმაციის მოთხოვნა/გაცვლა სკოლისგან, სტუდენტებთან, გარე სააგენტოებსა და პარტნიორებთან პროგრამის ფარგლებში;
** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობა პროგრამ (ებ)ის შეფასების ჭრილში და მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, სკოლასთან თანამშრომლობით ცვლილებების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დოქტორის აკადემიური ხარისხი
** უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურის, კურიკულუმის, სილაბუსისა და საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა, რაც დასტურდება სამუშაო გამოცდილებით;
** საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისურ ენაზე მეტყველებისა და წერის კარგი უნარები არანაკლებ B2 დონისა.
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. Power Point, Outlook) კარგად ცოდნა.
საჭირო უნარები:
** გუნდის მართვისა და განვითარების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ანალიტიკური და სისტემური აზროვნების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი,
სამუშაო გრაფიკი შერეული
დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ .რეზიუმე / CV hr@giu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|