Робота для біженців з України
მიწოდების განყოფილების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიწოდების განყოფილების თანამშრომელი
მომწოდებელი: Geosm
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
კომპანია Geosm დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 5000-მდე დასახელების პროდუქცია.

კომპანია "Geosm" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიცია: მიწოდების განყოფილების თანამშრომელი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 18:30სთ; შაბათი 11:00-17:00სთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან შეკვეთების უსაფრთხო ჩატვირთვა/ჩამოცლა
** შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება მომხმარებლისთვის
** ყოველდღიურად ანგარიშის წარდგენა ჩატარებული სამუშაოს შესახებ
** მომხმარებელთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება და გაღრმავება, მომსახურების მაღალი დონე
** უზრუნველყოს მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის ჰიგიენის კონტროლი
** საჭიროებისამებრ, პროდუქციის აღრიცხვასა და შეკვეთების კომპლექტაციაში მონაწილეობის მიღება

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** მართვის მოწმობა და მექანიკური ავტომობილის მართვის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** პუნქტუალური;
** მოტივირებული;
** თავაზიანი;
** მოთმინების უნარის მქონე;
** დეტალებზე ორიენტირებული;

ანაზღაურება:

** ფიქსირებული 1400 ლარი;
** გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ- ფიქსირებული 1400 ლარი + ბონუსი (გამომუშავებით, საშუალოდ 300-400 ლარი) + ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: office@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე