Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი - ისთ ფოინთი, სითი მოლი გლდანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: დროუბოქსი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
საკანცელარიო მაღაზია "დროუბოქსი" ახადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ისთ ფოინთი, ალ. თვალჭრელიძის 2 / სითი მოლი გლდანი, ი. ვეკუას 1
პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში
ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა
** გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსება
** მომხმარებლების მიერ ხშირად მოთხოვნადი პროდუქციის აღრიცხვა
** კლიენტების პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და კომპანიისადმი დამოკიდებულებების შესასწავლად
** მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება
** ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული;
** ორგანიზებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** მოტივირებული;
** შრომისმოყვარე;
** თავაზიანი;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: shoptm@drawbox.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე