"მეამა ქოლექთი" თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს . ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვანი სასმელების და საკვების ასორტიმენტთან მუშაობა და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია.
"მეამა ქოლექთი" არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, როგორც "მეამას" კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილს, როგორც ყველასთვის ცნობილ სასმელებს ასევე უნიკალური რეცეპტებით დამზადებულ პროდუქტს.
თუ ეძებ სამსახურს, სადაც იმუშავებ მეგობრულ გარემოში, ერთდროულად ისწავლი და განვითარდები, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა!
პოზიცია: ბარისტა
ვაკანტური ლოკაციები, თბილისის მასშტაბით: "მეამა ქოლექთ" ვაკე-საბურთალო, "მეამა ქოლექთ" აღმაშენებელის ხეივანი (აღმაშენებელზე მხოლოდ ღამის ცვლა).
ჩვენ გთავაზობთ:
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 5 დღე, დღეში 7-საათიანი სამუშაო ცვლა;
** ბენეფიტები: კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** ფასდაკლება "მეამა ქოლექთის" ასორტიმენტზე და ასევე "მეამას" პროდუქციაზე.
** საათობრივი ანაზღაურება და დამატებით მზარდი ბონუსი.
ანაზღაურება: თვეში 20-22 დღე - 1000-დან 1100 ლარამდე და დამატებით ბონუსი. ღამის ცვლის შემთვევაში (23:00-08:00), თვეში 10-11 დღე (სამ დღეში ერთხელ)- 800-დან 880 ლარამდე და დამატებით ბონუსი.
კვალიფიკაცია და უნარები:
** აუცილებელი მოთხოვნა: კანდიდატი უნდა იყოს სრულწლოვანი (18+)
** უპირატესობად ჩაითვლება, მომსახურების ან კვების ობიექტის სფეროში მუშაობის, მინიმუმ 4-თვიანი გამოცდილება;
** სწრაფი და მაღალი კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** პუნქტუალურობა და დისციპლინა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
ჩვენ კი, ტრენინგების პროცესში სრულად შეგასწავლით ყავისა და ჩაის კულტურას, მრავალფეროვანი და "მეამას" უნიკალური სასმელების მომზადებასა და მომზადების ტექნიკას, სერვისს, კომუნიკაციას და სხვა საჭირო უნარებს - რაც წარმატებული ბარისტისთვისაა საჭირო.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: hr@meama.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ივლისი.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ლოკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან .გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.გისურვებთ წარმატებას!
|