Робота для біженців з України
ორთოდონტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ორთოდონტის ასისტენტი
მომწოდებელი: სტომატოლოგიური კლინიკა დავინჩი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
სტომატოლოგიური კლინიკა "დავინჩი" აცხადებს ვაკანსიას ორთოდონტის ასისტენტის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, საბურთალო

მოვალეობები:

** ორთოდონტის ასისტირება პაციენტების მიღებისა და მკურნალობის პროცესში;
** სამუშაო კაბინეტის მომზადება პაციენტის მიღებამდე და მოწესრიგება პროცედურის დასრულების შემდეგ;
** სტომატოლოგიური ინსტრუმენტებისა და მასალების მომზადება;
** პაციენტებთან პროფესიული და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია;
** ორთოდონტიული სამუშაო პროცესის ეფექტურად მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლება ან შესაბამისი გამოცდილება;
** სასურველია კანდიდატი იყოს რეზიდენტი ან ახალდამთავრებული ჰქონდეს რეზიდენტურა.
** ორთოდონტის ან სტომატოლოგის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სწრაფი სწავლისა და განვითარების სურვილი;
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას (შეთანხმებით).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელფოსტაზე: davincidentalinfo@gmail.com

Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე