Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ნ.ბ. ჯგუფი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
შპს "ნბ ჯგუფი", სავენტილაციო სისტემების და სამონტაჟო მასალების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია 17 წლიანი გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

საწყობის თანამშრომლის პოზიციის მიზანია იმპორტირებული/ ადგილობრივი საქონლის მიღება, უსაფრთხო შენახვა, ზუსტი აღრიცხვა, შეუფერხებლად და სწორად გაცემის უზრუნველყოფა მომხმარებელზე, კომპანიის ოპერაციული პროცესების მხარდაჭერა და მის მიერ განსაზღვრული სასაწყობე სტანდარტების დაცვა.

ფუნქციები:

** იმპორტირებული / ადგილობრივი საქონლის მიღება შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
** მიღებული საქონლის რაოდენობრივი და ვიზუალური ხარისხობრივი შემოწმება, დათვლა;
** დაზიანებული, ნაკლოვანი ან შეუსაბამო საქონლის იდენტიფიცირება და დაფიქსირება;
** საქონლის სწორად განთავსება საწყობში კატეგორიის, ტიპის, ზომის და დანიშნულების მიხედვით;
** საწყობში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ნაშთების ყოველდღიური კონტროლი;
** სხვაობების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა;
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის საწყობებს შორის საქონლის ტრანსპორტირება კომპანიის ავტომობილით;
** გაყიდვებისთვის შეკვეთების სწრაფი და ზუსტი მომზადება;
** საქონლის გაცემა მომხმარებელზე;
** საქონლის დატვირთვა/გადმოტვირთვა;
** გაცემული საქონლის შესაბამისობის კონტროლი შეკვეთასთან;
** გეგმურ და არაგეგმურ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა;
** ვადაგასული, დაზიანებული ან არასაბრუნავი საქონლის იდენტიფიცირება;
** შრომის უსაფრთხოების და სახანძრო წესების დაცვა;
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება საჭიროების შემთხვევაში;
** საწყობის ტექნიკისა და ინვენტარის უსაფრთხოდ გამოყენება;
** კომპანიის სატრანსპორტო საშუალების მართვა დაკისრებული დავალებების შესაბამისად;
** საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა;
** კომპანიის შიდა პოლიტიკისა და ეთიკის ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება (ტექნიკური მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად);
** სასაწყობე საქმიანობის გამოცდილება (სასურველია);
** სავენტილაციო, სამშენებლო ან ტექნიკური მასალების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

უნარები:

** დისციპლინირებული / პუნქტუალური / ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფიდენციალურობის მაღალი მაჩვენებელი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: 1400 ლარი. ერთი თვის შემდეგ დამატებით ბონუსი;
** კორპორატიული დაზღვევა (კომპანიის თანამონაწილეობით);
** დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დრო (Day Off): თვეში 1 ;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, აკ.წერეთლის გამზ.118

ჩვენი კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: https://nbgroup.ge/products და ასევე სოციალურ ქსელებში: ფეისბუქი https://www.facebook.com/nbgrouphvac და ინსტაგრამი https://www.instagram.com/nbgrouphvac .

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrnbgroup1@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე