Робота для біженців з України
ხარისხის კონტროლის სპეციალისტი/QC სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის სპეციალისტი/QC სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰოუმსაიდ ბათუმი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის/QC სპეციალისტის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიდან და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლს, სტანდარტებთან შესაბამისობას და ობიექტის ჩაბარების პროცესში ხარისხის მართვას.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების ხარისხის მიმდინარე კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება საპროექტო დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ ნორმებთან და კომპანიის სტანდარტებთან;
** სამშენებლო მასალების, კონსტრუქციებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება;
** გამოვლენილი ხარვეზების აღრიცხვა, გამოსასწორებელი რეკომენდაციების გაცემა და მათი შესრულების მონიტორინგი;
** ხარისხის კონტროლის ანგარიშების მომზადება და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** სამუშაო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე ინსპექტირების განხორციელება;
** პროექტის გუნდთან, ტექნიკურ ზედამხედველთან და ქვეკონტრაქტორებთან ხარისხის საკითხებზე კოორდინაცია;
** ობიექტზე სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების შესრულების კონტროლი;
** ობიექტის ჩაბარებისა და მიღების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავს მიმართულებაზე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო ნორმების, ტექნიკური რეგლამენტებისა და ხარისხის კონტროლის სტანდარტების ცოდნა;
** საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
** AutoCAD-ისა და MS Office-ის ცოდნა;
** ISO 9001-ის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიზის, ხარვეზების გამოვლენისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** ობიექტურობა და მაღალი პროფესიული ეთიკა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** მასშტაბურ სამშენებლო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** ხარისხის მართვის თანამედროვე მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვის პროცესში მონაწილეობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 9 აგვისტომდე ელფოსტაზე: homeside.batumi@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ხარისხის კონტროლის სპეციალისტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე