სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და ტექნიკურად ძლიერ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო პროექტების ტექნიკურ მართვას, ხარისხის კონტროლს და სამშენებლო პროცესების კოორდინაციას.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამშენებლო პროექტების ტექნიკური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
** სამშენებლო სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და ტექნიკური სტანდარტების კონტროლი;
** საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და შესაბამისობის კონტროლი;
** სამშენებლო პროცესში ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრა;
** სამუშაოების შესრულების მონიტორინგი მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად;
** ქვეკონტრაქტორებისა და სამშენებლო ბრიგადების საქმიანობის კოორდინაცია;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** ტექნიკურ ზედამხედველობასთან, პროექტანტებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** სამშენებლო მასალებისა და ტექნიკური რესურსების ეფექტიანი გამოყენების კონტროლი;
** ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ანგარიშების წარდგენა პროექტის მიმდინარეობის შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის ან შესაბამისი საინჟინრო მიმართულებით;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** მრავალსართულიანი საცხოვრებელი ან კომერციული ობიექტების მშენებლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური რეგლამენტების საფუძვლიანი ცოდნა;
** საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
** AutoCAD-ისა და MS Office-ის ცოდნა; MS Project-ის, ArchiCAD-ის ან სხვა შესაბამისი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლიდერული და გუნდის მართვის უნარი;
** ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტიანად მიღების უნარი;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარები;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხის მაღალი სტანდარტების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სტაბილურ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
** მასშტაბურ სამშენებლო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 9 აგვისტომდე ელფოსტაზე: homeside.batumi@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მთავარი ინჟინერი"
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
|