Робота для біженців з України
კომერციული დაგეგმვისა და მერჩენდაიზ.ანალიტიკის ხელმძღვანელი - სრული განაკვეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დაგეგმვისა და მერჩენდაიზ.ანალიტიკის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Dressup Group
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
"დრესაპ ჯგუფი" 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დაგეგმვისა და მერჩენდაიზინგის ანალიტიკის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. თბილისში.

პოზიციის მთავარი მისიაა კომპანიის კომერციული შედეგების მხარდაჭერა მონაცემებზე დაფუძნებული დაგეგმვით, ანალიზითა და მარაგების ეფექტიანი მართვით. როლი პასუხისმგებელია ბრენდების გაყიდვების, შესყიდვების, მარაგებისა და ძირითადი კომერციული მაჩვენებლების მუდმივ მონიტორინგზე, პროგნოზების სიზუსტის გაუმჯობესებასა და მენეჯმენტისთვის ანალიტიკური რეკომენდაციების მომზადებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: https://dressup.selfrecruit.ge/s/FFd9zt
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე