Робота для біженців з України
მძღოლ-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: დელივეროუ
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
კომპანია "ექსპრეს საქართველო 2025" არის საკურიერო-ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც 5 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც მსხვილ კონტრაქტორებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან.

"დელივეროუ" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 1500 ლარი ფიქსირებული;

მოვალეობები:

** ტვირთის ან/და ამანათების დროული და უსაფრთხო მიწოდება განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით; (მისამართის სიზუსტის გადამაოწმება)
** ზედნადებების, ინვოისებისა და სხვა თანმხლები დოკუმენტაციის სწორად წარმოება;
** ჩაბარებული ტვირთის/ამანათების რაოდენობის კონტროლი და ხარისხიანად განაწილების უზრუნველყოფა;
** კლიენტებთან კორექტული და პასუხისმგებლიანი კომუნიკაცია;
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და სისუფთავის დაცვა;
** კომპანიის შიდა წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისწრაფე და მოქნილობა;
** სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში.
** ხელფასის ზრდის პერსპექტივა;
** შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში 2026 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე კომპანიის ელ.ფოსტაზე hr.deliverow@gmail.com - სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება. საკონტაქტო ტელ: 599871958.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ რომ კომპანია დელივეროუ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე