Робота для біженців з України
პირადი მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პირადი მძღოლი
მომწოდებელი: თიდი კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
"TD Construction" აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის (2 პოზიცია) პოზიციაზე.

ვეძებთ ორ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და გამოცდილ პირად მძღოლს, რომლებიც იმუშავებენ მონაცვლეობითი (ყოველ მეორე დღეს) გრაფიკით.

მოვალეობები:

** ხელმძღვანელის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა;
** ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** მარშრუტების დაგეგმვა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა დავალების შესრულება.

სამუშაო სპეციფიკა:

** დღის განმავლობაში შესაძლოა იყოს 2-3-საათიანი შესვენებები, როდესაც მძღოლი თავისუფალია.
** ამ პერიოდში მძღოლს არ მოეთხოვება ავტომობილში ან ეზოში ლოდინი.
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც საბურთალოს ან ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოს მოკლე დროში დაბრუნება და სამუშაოს გაგრძელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** საგზაო მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და დისციპლინა;
** მოწესრიგებული გარეგნობა, ჰიგიენის დაცვა.
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** ნასამართლეობის არქონა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით

გთხოვთ CV-ში დაურთოთ ფოტოსურათი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@tdconstruction.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე