Робота для біженців з України
ბელბოი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბელბოი
მომწოდებელი: Gudauri Lodge
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: გუდაური
ანგარიშვალდებულია: ფრონტ ოფისის მენეჯერთან

ანაზღაურება და ბენეფიტები:

ანაზღაურება: 900 ლარი
უზრუნველყოფილია: საცხოვრებელი და კვება.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა ჩამოსვლისას და ბარგის გადატანაში დახმარება
** სტუმრების ნომრებამდე გაცილება, ნომრის გახსნა და სასტუმროს წესების გაცნობა
** სტუმრების თავაზიანი მიღება და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
** გამგზავრების დღეს სტუმრის ბარგის ბარგის ოთახში გადატანა
** ბარგის ოთახის მოწესრიგება და მოვლა.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge 2026 წლის 7 აგვისტომდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე