|
დასახელება:
ტექნიკური სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
მასტერ კოფი
|
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: "CARTE NOIRE", "JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ტექნიკური სპეციალისტი
სამუშაო არეალი: დასავლეთ საქართველო (იმერეთი, სამეგრელო)
ოფისის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყავის აპარატების ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა;
** გეგმური და არაგეგმური საპროფილაქტიკო სამუშაოების წარმოება;
** ყავის გემოს დარეგულირება კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
** ყავის აპარატების მარაგების შექმნა;
** ყავის აპარატების მონტაჟი წინასწარ მითითებულ ლოკაციებზე კომპანიის სტანდარტების გათვალისწინებით;
** სარეკლამო დაფის დამონტაჟება წინასწარ შეთანხმებულ ობიექტზე;
** ყავის აპარატის მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარების მიტანა/მონტაჟი ობიექტზე;
** ყავის აპარატის გამართულად მუშაობის პრინციპების სრულფასოვნად ახსნა, პრეზენტაცია ობიექტის მფლობელისთვის;
** ყავის აპარატებისა და სხვა სარეკლამო აქსესუარების დემონტაჟი ობიექტიდან.
უნარ-ჩვევები:
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.
აუცილებელი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება პროფესიული ყავის აპარატების მიმართულებით ან ელექტრიკოსად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად. ასევე განიხილება საგადახდო აპარატებთან მუშაობის გამოცდილებაც;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1000-1800 ლარი, გამოცდილების შესაბამისად;
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00;
** დასვენება: შაბათი, კვირა;
** ანაზღაურებას ემატება 150 ლარი ავტომანქანის ცვეთისთვის;
** საწვავი;
** ულიმიტო სასაუბრო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge.
ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი.
ან დაგვიკავშირდეთ: 595 404 225.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|