თუ გაქვს გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება, ფლობ სომხურ ენას და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის გაყიდვების სფეროში "ბლუ უოთერსის" გუნდში შენ გეძებთ გაყიდვების მენეჯერის (სომხურენოვანი) პოზიციაზე!
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: Blue Waters
პოზიციის მიზანია: მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისი დახმარების აღმოჩენა და საჭიროების შემთხვევაში შეხვედრის დაგეგმვა.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1000 ლარი, ბონუსი - 2000 ლარი (საშუალოდ გენერირებული)
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორაციულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** შიდა სასწავლო სისტემებს
** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე
სამუშაოს აღწერა:
** სომხურენოვანი შემომავალი ლიდების დამუშავება, სატელეფონო ზარების განხორციელება
** მომხმარებლების საჭიროების იდენტიფიცირება, მათზე მორგებული შეთავაზებების შემუშავება
** ტექნიკური გუნდისთვის, მომხმარებლებზე სრულყოფილი ინფორმაციის გაზიარება და შეხვედრის დაგეგმვაში ჩართულობა
** CRM-ში მონაცემების ასახვა
** გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა
** ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე;
** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან
მოთხოვნები:
** საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-2 წელი გაყიდვების მიმართულებით
** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** ქართული ენის გამართულად ცოდნა
** სომხური ენის ცოდნა C1 დონეზე
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე.
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/TelephoneSales/
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
|