სსიპ კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
მისამართი - ბათუმი, მ. ლერმონტოვის ქ. N92ა
განცხადების პერიოდი - 08.07.2026 - 20.07.2026
თანამდებობრივი სარგო - 2, 045 ლარი
ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
** დამსაქმებლის შიდა რეგულაციების შემუშავება/ექსპერტიზა/განახლება;
** ინდივიდუალური/კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების შაბლონის შემუშავება/განახლება და ადამიანური რესურსებისა და მართვის მენეჯერისთვის მიწოდება;
** სასწავლო ხელშეკრულების (პროფესიული სტუდენტის/მსმენელის) შაბლონის მომზადება;
** დამსაქმებლის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში გასაფორმებელი მემორანდუმის/ხელშეკრულების/შეთანხმების პროექტის მომზადება/სამართლებრივი ექსპერტიზა;
** მომართვის შემთხვევაში, დამსაქმებლის საქმიანობიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების/პროფესიული განათლების/პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში პროფესიული სტუდენტების/მსმენელების/თანამშრომლების სამართლებრივი კონსულტირება;
** მომართვის შემთხვევაში, დამსაქმებელთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე თანამშრომლების სამართლებრივი კონსულტირება;
** დამსაქმებლის მიერ გაცემული მინდობილობის ფარგლებში, დამსაქმებლის სასამართლოში წარმომადგენლობა;
** "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე, სპეციალური მომხმარებლის საშუალებით, საკანონმდებლო სიახლეების მუდმივი შემოწმება და დამსაქმებლის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა კოლეჯის საქმიანობიდან გამომდინარე ადამიანის უფლებების/პროფესიული განათლების/შრომის სამართლის/პერსონალურ მონაცემთა დაცვის/შრომის უსაფრთხოების/ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით;
** საჭიროების შემთხვევაში, კოლეჯის საქმიანობიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების/ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის/პროფესიული განათლების/შრომის სამართლის/პერსონალური მონაცემების დაცვის/შრომის უსაფრთხოების სფეროში სამართლებრივი შეფასებების/რეკომენდაციების დამსაქმებლისთვის წარდგენა ან/და დამსაქმებლის კონსულტირება;
** სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული განცხადებების/საჩივრების განხილვა და დამსაქმებლისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა/დამსაქმებლის კონსულტირება;
** სამართლებრივი შინაარსის კორესპონდენციის პროექტის მომზადება;
** მივლინების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის/დისციპლინური პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების, შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერების, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილების შაბლონის მომზადება და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების მენეჯერისთვის მიწოდება;
** საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებლობა.
განათლება: აკადემიური უმაღლესი განათლება (კვალიფიკაცია: სამართალმცოდნეობა).
მუშაობის გამოცდილება: სასურველია პროფესიით ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
საფუძვლიანად უნდა იცნობდეს შემდეგ სამართლებრივ რეგულაციებს:
** საქართველოს კანონს "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
** საქართველოს კანონმდებლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში;
** საქართველოს კანონმდებლობას პროფესიული განათლების სფეროში;
** საქართველოს კანონს "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი";
** საქართველოს შრომის კანონმდებლობას;
** საქართველოს კანონს "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი";
** საქართველოს კანონს "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი".
დამატებითი ცოდნა: აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.
საგამოცდო ვადა:
ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნება პირი 2026 წლის 1 სექტემბრიდან 6 თვის საგამოცდო ვადით.
კონკურსის ეტაპები:
** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
** პრაქტიკული დავალება
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი ელექტრონულ მისამართზე: info@blacksea.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კოლეჯი "ბლექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|