Робота для біженців з України
მარკეტინგის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Besthome
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
Best Home საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი უძრავი ქონების კომპანიაა, რომელიც 4 ფილიალითა და 200-მდე თანამშრომლით ყოველდღიურად ვითარდება.

თუ გაქვს სტრატეგიული ხედვა, გიყვარს ძლიერი ბრენდის შექმნა, კრეატიული კამპანიების დაგეგმვა და შედეგებზე ორიენტირებული მარკეტინგი, გიწვევთ ჩვენს გუნდში მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, განვითარება და განხორციელება;
** ბრენდის პოზიციონირებაზე მუშაობა და ცნობადობის ზრდა;
** სოციალური მედიის (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და სხვა) სრული მართვა;
** ყოველთვიური კონტენტ-გეგმის შექმნა და მართვა;
** Meta Ads-ისა და Google Ads-ის კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია;
** სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტურად განაწილება და შედეგების ანალიზი;
** ვიდეოებისა და ფოტოგადაღებების დაგეგმვა, კონცეფციების, სცენარებისა და ტექსტების შექმნა;
** კონტრაქტორებთან ეფექტური კომუნიკაცია და პროცესების კოორდინაცია;
** ახალი პროექტების, სერვისებისა და ვაკანსიების მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** ონლაინ და ოფლაინ აქტივობების ორგანიზება;
** ბაზრისა და კონკურენტების მუდმივი ანალიზი;
** ახალი მარკეტინგული არხებისა და შესაძლებლობების მოძიება;
** KPI-ების განსაზღვრა, შედეგების შეფასება და ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** Meta Ads Manager-ის პრაქტიკული ცოდნა;
** Google Ads-ის მართვის გამოცდილება;
** ძლიერი კოპირაითინგისა და კონტენტის დაგეგმვის უნარი;
** ბრენდის განვითარების გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** რამდენიმე პროექტის პარალელურად ეფექტურად მართვის გამოცდილება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და მაღალი პასუხისმგებლობის უნარი.

ჩაითვლება უპირატესობად:

** Photoshop, Illustrator, Canva ან სხვა დიზაინ პროგრამების ცოდნა;
** ვიდეომონტაჟის გამოცდილება (CapCut, Premiere Pro, Final Cut Pro ან სხვა);
** ფოტოგრაფიისა და ვიდეოგადაღების გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ლიდერული თვისებები;
** ორგანიზებულობა;
** კრეატიული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი სამუშაო დისციპლინა;
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.

ჩვენ გთავაზობთ:

კონკურენტულ ანაზღაურებას - 1 500-დან 3 000 ლარამდე (გამოცდილების შესაბამისად);
პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
შესაძლებლობას, შექმნა და განავითარო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბრენდი უძრავი ქონების სფეროში;
თანამედროვე სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველა 78ა

როგორ გამოაგზავნო განაცხადი:

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია Best Home-ის მარკეტინგი სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანო, გამოგვიგზავნე CV და პორტფოლიო შემდეგ ელფოსტაზე: hrbesthome@gmail.com

შემოუერთდი Best Home-ს და შექმენი მარკეტინგი, რომელსაც რეალური გავლენა ექნება კომპანიის ზრდასა და განვითარებაზე!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე