შპს "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ტექნიკურად ძლიერ კანდიდატს, რომელსაც აქვს გამოცდილება IT ინფრასტრუქტურის და ქსელებისა მიმართულებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, კომპანიის ობიექტები
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
ფუნქცია მოვალეობები:
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა და ადმინისტრირება;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.)
** ინსტალაცია, IP-ის მინიჭება და გამართვა;
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** გაუმართავი პროგრამული უზრუნველყოფის დიაგნოსტიკა და აღდგენა;
** IT ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია IT მიმართულებით);
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ დონეზე.
** ოპერაციული სისტემების ცოდნა:MS Windows, MS Windows Server, UNIX-like OS;
** Windows Server და Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა, დიაგნოსტიკა და ტექნიკური მომსახურება;
** ქსელური პრინციპების და პროტოკოლების ცოდნა:;
** LAN / WAN / WLAN ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
** Router / Switch / Access Point-ების კონფიგურაცია;
** VPN ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება
** (IPSec, L2TP, OpenVPN ან ანალოგიური);
** ფაილების გაზიარება, წვდომების მართვა, Backup / Restore პროცესები;
** CCTV სისტემები (კამერები, NVR/DVR, მონტაჟი/დემონტაჟი);
** დაშვების და აღრიცხვის სისტემები (Access Control);
** ქსელური კაბელების გაყვანა (UTP / CAT5e / CAT6);
ძირითადი IT კომპეტენციები:
** სტრატეგიული IT აზროვნება
** ციფრული ეფექტიანობა: ავტომატიზაცია, AI-დამხმარე და თანამედროვე IT ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება;
** პრობლემების პროაქტიული მართვა: ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება.
მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV JOBS@cs.ge მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება "IT სპეციალისტი -" .ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service`დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან,
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
|