Робота для біженців з України
ფსიქოლოგი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
ორგანიზაცია - ააიპ "დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია", ქალაქ ქუთაისში, სოციალურ- პედაგოგიური ცენტრის "კომპასი" ფსიქოლოგის თანამდებობაზე აცხადებს ვაკანსიას.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი;
** მოზარდებთან და მათ ოჯახებთან ფსიქოთერაპიის მინიმუმ 2 წლიანი (როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური) გამოცდილება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად
** ემპათიური, კარგი მსმენელი, მიუკერძოებელი, გულწრფელი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ანალიტიკური უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სიახლეებისადმი პოზიტიური დამოკიდებულებით, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;

ფუნქციები:

** ცენტრის ბენეფიციარებისა და მათი მშობლების / კანონიერი წარმომადგენლებისათვის ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდება;
** ცენტრის ბენეფიციარებთან და მათი ოჯახის წევრებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;
** გუნდის წევრებთან კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა;
** ანგარიშების მომზადება;
** ელექტრონულ ფოსტაზე გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:
** რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შევსებული ქართულ ენაზე;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი; საკვალიფიკაციო ტრენინგების დამადასტურებელი სერტიფიკატები;

საბუთების წარდგენა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: theakacharava@dcfg.ge და გთხოვთ, კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას "თემა"-ში (subject) მიუთითოს: "კონკურსი - ფსიქოლოგი - სახელი და გვარი" (ქართული შრიფტით);
სოციალური პედაგოგის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:
კანდიდატების მიერ წარდგენილი რეზიუმეების გადარჩევა; კანდიდატის შეფასება (გასაუბრება).

კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებები მიიღება 2026 წლის 12 ივლისის ჩათვლით.

შრომის ანაზღაურება:

სამუშაოს ტიპი: დასაქმების ფორმა:

600 ლარი (დაბეგრილი/ხელზე ასაღები)
არასრული განაკვეთი, კვირაში ორი დღე 14:00 დან -18:00 სთ-მდე
შრომითი ხელშეკრულება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე