Робота для біженців з України
შესყიდვების მთავარი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მთავარი მენეჯერი
მომწოდებელი: ბელ მეზონი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
მულტიბრენდული შოურუმი "ბელ მეზონი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მთავარი მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** 10:00-19:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 1 საათი შესვენება
** 5000 ლარი ხელზე + ბონუსი
** გამოსაცდელი ვადა 6 თვე, ანაზღაურებადი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პარტნიორ ბრენდებთან თანამშრომლობის სრული ციკლის მართვა და კონტროლი
** შესყიდვების/იმპორტის ორგანიზება, ლოჯისტიკა და მასთან დაკავშირებული პროცედურები
** ნაშთების კონტროლი, გაყიდვების სტატისტიკისა და სხვა რეპორტების წარმოება / ანალიზი
** პარტნიორ ბრენდებთან მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და კონტროლი
** კომერციული გადაწყვეტილებების პროცესში მონაწილეობის მიღება
** აქტიური მონაწილეობა ბრენდინგში და პარტნიორებისგან სარეკლამო მასალების უზრუნველყოფა
** გაყიდვების გუნდისთვის ტრენინგების ჩატარება და სამოტივაციო პროგრამების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების/მენეჯმენტის/მარკეტინგის მიმართულებით
** მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება იმპორტსა და ლოჯისტიკაში
** საერთაშორისო ბიზნეს მოლაპარაკებებში გამოცდილება
** მარკეტინგული აქტივობებისა და კამპანიების შემუშავება/დანერგვის გამოცდილება
** ანალიტიკური უნარები, Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია:

** მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 86
** ვებგვერდი: https://bellemaison.ge

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge და "subject"-ში მიუთითეთ "შესყიდვების მთავარი მენეჯერი" პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე