|
დასახელება:
დიასახლისი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო კომპლექსი კრუიზი
|
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
"კომპლექსი კრუიზი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.
"კომპლექსი კრუიზი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
მისამართი: ბელიაშვილის 81
დღიური ანაზღაურება: 70 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა
ძირითადი მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა და დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** რესტორნის დარბაზის ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება;
** მაგიდების, სკამების და სხვა ზედაპირების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ღონისძიებებისა და სტუმრების მიღებამდე დარბაზის მომზადება;
** გამოყენებული ჭურჭლისა და ინვენტარის დროული შეგროვება და შესაბამის ადგილზე გადატანა;
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში გუნდის სხვა წევრების მხარდაჭერა დარბაზის მოწესრიგების პროცესში.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ გუნდს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: sophio.maisuradze@cruise.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:
კომპანია "კომპლექსი კრუიზი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.
გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანია "კომპლექსი კრუიზი"-ს მიერ მხოლოდ კანდიდატის შეფასებისა და შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მონაცემები დამუშავდება კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, დარეზერვდეს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|