|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Betobe
|
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
კომპანია "ბითუბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია ეძებს ინგლისური ენის მცოდნე გაყიდვების მენეჯერს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი პროდუქტის-ინტერნეტ პლატფორმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და პლატფორმის მომხმარებლების (ბინათმესაკუთრეთა, სხვა უძრავი ქონების მფლობელების, უძრავი ქონების აგენტების, ბროკერების, ინსპექტორების, კონტრაქტორების და სხვა დაკავშირებული მხარის სახით) ზრდას.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების და პარტნიორების მოძიება, მათთან კომუნიკაცია.
** პოტენციურ მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება ელფოსტის, LinkedIn-ის, სოციალური მედიისა და სხვა შესაბამისი არხების გამოყენებით.
** CRM სისტემებში, მათ შორის HubSpot, Attio-ში ან სხვა მსგავს სისტემებში პოტენციური მომხმარებლების ბაზის, შემდგომი კომუნიკაციისა და გაყიდვების პროცესის მართვა.
** ახალი პროდუქტის მნიშვნელობის, შინაარსის, ფუნქციონალისა და უპირატესობების მკაფიო და ეფექტური წარდგენა პოტენციური მომხმარებლებისთვის.
** უძრავი ქონების აგენტებთან, ბროკერებთან, ინსპექტორებთან, კონტრაქტორებთან და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება.
** მომხმარებლებისთვის პროდუქტის დემო ვერსიის წარდგენა, პროდუქტის ინტეგრაციისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა.
** მომხმარებელთა აქტივობების, მათი უკუკავშირის მონიტორინგი და მართვა.
** ფასების ჩამოყალიბების, პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ხასიათის გზავნილების გავრცელების, გაყიდვების სხვადასხვა არხების გამოყენების ტესტირებაში გუნდისთვის დახმარების გაწევა.
** ბაზრის უკუკავშირის, მომხმარებელთა საჭიროებებისა და გაყიდვების პროცესში მიღებული ინფორმაციის გაზიარება კომპანიის დამფუძნებლებისა და პროდუქტის განვითარების გუნდისთვის.
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
** სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, უძრავი ქონების, მომსახურების სხვა სფეროში.
** ელფოსტის, LinkedIn-ის, სოციალური მედიისა და CRM სისტემების ეფექტურად გამოყენების უნარი მომხმარებლებთან კომუნიკაციისას.
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე.
** ორგანიზებულობა, მოტივირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ახალი პროდუქტის გაყიდვისა და მისი ეფექტურად წარდგენის უნარი.
** ინტერესი უძრავი ქონების, ტექნოლოგიების, საყოფაცხოვრებო სერვისების სფეროს გაუმჯობესების კუთხით
** უძრავი ქონების ან საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი, საკომისიო ანაზღაურება და შედეგებზე დაფუძნებული ბონუსები, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: eka@betobe.com
|
|
|
|