|
დასახელება:
დასაქმების პროგრამა
|
| მომწოდებელი:
გეფა
|
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
"გეფა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დასაქმების პროგრამა - თბილისი.
გახდი ფარმაცევტი - დაიწყე კარიერა "გეფასთან" ერთად
თუ ყოველთვის გინდოდა სტაბილური და მოთხოვნადი პროფესიის დაუფლება, მაგრამ არ გქონდა შესაბამისი განათლება ან გამოცდილება, ახლა საუკეთესო დროა.
სს "გეფა" წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს "გეფა" Georgia Capital-ის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში.
"გეფა"-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: PHARMADEPOT, GPC, The Body Shop და AFFLELOU.
"გეფა", როგორც დამსაქმებელი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.
კომპანია "გეფა" იწყებს დასაქმებისა და პროფესიული განვითარების პროგრამის ახალ ნაკადს, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას:
** დაიწყო მუშაობა ფარმაცევტის ასისტენტად დაუყოვნებლივ;
** სრულიად უფასოდ მიიღო ფარმაცევტული განათლება პარტნიორ კოლეჯში;
** სწავლის პერიოდშიც მიიღო სტაბილური ანაზღაურება;
** საუკეთესო შედეგების შემთხვევაში მიიღო კომპანიის სტიპენდია;
** დაიწყო და განავითარო კარიერა საქართველოს წამყვან სააფთიაქო ქსელებში: "ფარმადეპოსა" და "ჯიპისი"-ში;
** გახდე საამაყო და დაფასებული, პაციენტზე ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროფესიის წარმომადგენელი.
ჩვენთან დაგხვდება:
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** თანამშრომლის სპეციალური ფასდაკლება ჩვენს ყველა ბრენდში: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris.
** მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო.
ვეძებთ მას, ვისაც:
** სურს სტაბილური სამსახური;
** სურს ახალი პროფესიის დაუფლება;
** უყვარს ადამიანებზე ზრუნვა და მუდმივი სწავლა-განვითარება.
სამუშაო ადგილი - თბილისი, სხვადასხვა უბანი.
ნუ გადადებ - კანდიდატების შერჩევა, დასაქმება და ტრენინგ პროგრამაში ჩართვა იწყება ვაკანსიის გამოცხადებისთანავე, გამოგვიგზავნეთ მონაცემები დღესვე, ან დაგვირეკეთ ახლავე. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/fD75pWAc
|
|
|
|