Робота для біженців з України
მარკეტინგისა და ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგისა და ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: გრინ კლიმატი
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
შპს "გრინ კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას: მარკეტინგისა და ოფისის მენეჯერის პოზიციაზე

"გრინკლიმატი" კომპანიის საქმიანობა წარმოადგენს გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების იმპორტს და მის შემდგომ მონტაჟს საქართველოში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 საათამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია;
** სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
** ელექტრონული ფოსტის, მომხმარებლების ზარებისა და შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება (დამკვეთებთან დროული კომუნიკაციის კონტროლი);
** სარეკლამო და საინფორმაციო ვიზუალების (ბანერები, პოსტები, სთორები) დამოუკიდებლად შექმნა და დიზაინი.
** სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, TikTok) სრული.
** კონტენტის დაგეგმვა;
** რეკლამების მართვა (Meta Ads);
** კომენტარებსა და შეტყობინებებზე პასუხი;
** ანალიტიკის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან სოციალური მედიის მართვის (SMM) მიმართულებით;
** სასურველია გრაფიკული პროგრამების: Canva, Photoshop ან Illustrator-ის სამუშაო დონეზე ფლობა, პოსტის ბანერების დამოუკიდებლად აწყობის მიზნით.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის N13
დასაქმების ტიპი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით მითითებულ ელფოსტაზე: g.goodmaster@yahoo.com

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მარკეტინგისა და ოფისის მენეჯერი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად გამოგვყევით გვერდზე: https://www.greenclimat.com/

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე