საგანმანათლებლო ცენტრი "English Express" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე. ჩვენ უკვე 11 წელია ვქმნით გარემოს, სადაც ინგლისური ენის სწავლა არის საინტერესო, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული პროცესი. ჩვენი მთავარი ღირებულებებია: ხარისხიანი განათლება, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა, თანამედროვე სწავლების მეთოდები და მეგობრული სამუშაო გარემო.
თუ თქვენთვის სწავლება მხოლოდ პროფესია კი არა, ნამდვილი მოწოდებაა — მოხარული ვიქნებით გაგიცნოთ.
სამუშაო გრაფიკი:
ვარიანტი 1:
** კვირაში 4 სამუშაო დღე
** დღეში 7 სამუშაო საათი
** დღეში 7 ჯგუფი
** თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა - 60 წუთი
** ჯგუფში მაქსიმუმ 7 მოსწავლე
ანაზღაურება (დარიცხული): 3, 205 ლარი (აკლდება საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი)
ვარიანტი 2:
** კვირაში 2 სამუშაო დღე
** დღეში 7 სამუშაო საათი
** დღეში 7 ჯგუფი
** თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა - 60 წუთი
** ჯგუფში მაქსიმუმ 7 მოსწავლე
ანაზღაურება (დარიცხული): 1, 602 ლარი (აკლდება საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი)
მოთხოვნები კანდიდატისთვის:
** უმაღლესი განათლება ინგლისური ენის მიმართულებით
** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ბავშვებთან და თინეიჯერებთან მუშაობის
** თანამედროვე სწავლების მეთოდების ცოდნა
** აქტიური, კომუნიკაბელური და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირება
** ბავშვებთან მეგობრული, უსაფრთხო და მოტივაციისმომცემი გარემოს შექმნის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
** გაკვეთილების ჩატარება სხვადასხვა ასაკისა და დონის მოსწავლეებთან
** გაკვეთილების დაგეგმვა English Express-ის სასწავლო პროგრამის შესაბამისად
** მოსწავლეთა პროგრესის შეფასება და მონიტორინგი
** მშობლებთან ეფექტური კომუნიკაცია მოსწავლის განვითარების შესახებ
** სემესტრში ერთხელ ღია გაკვეთილის ჩატარება
** ცენტრის საგანმანათლებლო ხარისხის სტანდარტების დაცვა
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას
** 11-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიულ გუნდს
** გამზადებულ სასწავლო პროგრამებსა და რესურსებს
** პროფესიულ მხარდაჭერასა და განვითარების შესაძლებლობას
** თანამედროვე და კომფორტულ სასწავლო გარემოს
** მეგობრულ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ გუნდს
შერჩევის პროცესი:
** I ეტაპი
CV-ისა და სამოტივაციო წერილის განხილვა
სამოტივაციო წერილში გთხოვთ უპასუხოთ კითხვებს:
** როგორ ქმნით ისეთ სასწავლო გარემოს, სადაც ბავშვს ინგლისურის სწავლა ნამდვილად უყვარდება?
** რა განასხვავებს კარგ ინგლისურის მასწავლებელს სხვა საგნის პედაგოგისგან?
** რა უნარებსა და კომპეტენციებს უნდა ფლობდეს წარმატებული ინგლისურის მასწავლებელი?
II ეტაპი:
პირადი გასაუბრება / ზოგადი სამუშაო გეგმის წარდგენა
შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრების შემდეგ შესაძლოა დაევალოთ მოკლე პრაქტიკული დავალება, რომელიც დაკავშირებული იქნება სწავლების პროცესთან.
დავალების დეტალები განმარტებული იქნება გასაუბრების ეტაპზე, რათა თითოეულ კანდიდატს ჰქონდეს სრული ინფორმაცია მოთხოვნის შესახებ.
სამუშაო ადგილი: თბილისი, შანდორ პეტეფის ქუჩა N13 (ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია)
განაცხადის მიღება:
გთხოვთ, 2026 წლის 10 აგვისტომდე გამოაგზავნოთ:
** CV
** სამოტივაციო წერილი
ელფოსტა: skola.elc@gmail.com, englishexpressgeo@gmail.com
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"English Express"-ში ჩვენ არ ვეძებთ მხოლოდ მასწავლებელს — ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც თითოეული მოსწავლის განვითარებაში საკუთარ წვლილს დაინახავს.
|