ჩვენი საერთაშორისო "iGaming" კომპანიის კონტენტის გუნდი ეძებს Junior პოზიციაზე მოტივირებულ, კრეატიულ და იდეებით სავსე გუნდის წევრს, რომელიც შექმნის გამორჩეულ კონტენტს და გააცოცხლებს ბრენდის სათქმელს.
თუ ხარ ღია აზროვნების (open-minded), გიყვარს სიტყვებით თამაში, ადევნებ თვალს თანამედროვე ტრენდებს და გსურს განვითარდე ქოფირაითინგის მიმართულებით, ეს პოზიცია შენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები:
** კრეატიული კონტენტის შექმნა: ორიგინალური და ეფექტური ტექსტების (ქოფების) წერა სხვადასხვა პლატფორმისთვის.
** სამუშაო პროცესის მართვა: საკუთარი თასქების ორგანიზება, დედლაინების დაცვა და კრეატიულ ჯგუფთან მუდმივი კომუნიკაცია იდეების საუკეთესოდ რეალიზებისთვის.
** ტონალობის (Tone of Voice) მორგება: ბრენდის ხასიათის შესაბამისი ტექსტური სტილის შენარჩუნება და სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებული კონტენტის შექმნა.
მოთხოვნები:
** კრეატიულობა და ღია აზროვნება: უნარი, შეხედო საკითხებს განსხვავებული კუთხით და არ შეგეშინდეს ახალი იდეების ექსპერიმენტირების.
** ინგლისური ენის ცოდნა: ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა - C1 დონე, საერთაშორისო ტრენდების გასაგებად და კონტენტის თავისუფლად დასამუშავებლად.
** მოტივაცია: სურვილი და ენთუზიაზმი, ისწავლო და განვითარდე ციფრული მარკეტინგისა და ქოფირაითინგის სფეროში.
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (Full-time), 10:00-19:00.
** სამუშაო ფორმატი: ადგილზე (On-site).
** ანაზღაურება: 1000 - 1200 ლარი (გამოცდილების მიხედვით) + სამომავლოდ მზარდი ხელფასი.
როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (და პორტფოლიო/ნამუშევრების ლინკი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდეგ ელფოსტაზე: workwithus.hrteam@gmail.com და Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "Creative Copywriter - Junior".
|