Робота для біженців з України
პირადი მცველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პირადი მცველი
მომწოდებელი: ვეზირი
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
შპს "ვეზირი" იწყებს კანდიდატების შერჩევას პირადი მცველის პოზიციაზე დასაქმების მიზნით.

ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 10 (ათი)
დასაქმების სავარაუდო თარიღია: 01/08/2026

დასაქმების პირობები:

სამუშაო ადგილი: სამუშაო მოიაზრებს დასაცავი ფიზიკური პირის თანხლებას, შესაბამისად მუდმივად ცვალებადია.

სამუშაო საათები: სტანდარტული გრაფიკი - 2 დღე დღის ცვლა 12 საათიანი მორიგეობა დილიდან საღამომდე შემდეგ 2 დღე-ღამე დასვენება, თუმცა სამუშაო საათები მორგებულია დასაცავი ფიზიკური პირის გრაფიკსა და მოთხოვნებზე და შესაძლოა, შეიცვალოს პერიოდულად. ცვლილების შესახებ დასაქმებულს ეცნობება წინასწარ;
ანაზღაურება: დღიური ანაზღაურება გამომუშავებით
დაზღვევა: დაზღვევის ინდივიდუალური პაკეტი კომპანიის ხარჯზე;
ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით. შემდგომში ვადის გაგრძელების პერსპექტივით.

ძირითადი მოვალეობები:

** დაცვის ქვეშ მყოფი პირის თანხლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
** მარშრუტების დაგეგმვა და წინასწარი შემოწმება:
** ლოკაციის წინასწარი შემოწმება
** პოტენციური რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების ჩატარება
** საეჭვო ქცევის იდენტიფიცირება: ხალხმრავალ ადგილებში უცნაური ან აგრესიული ქცევის მქონე პირების დროული შემჩნევა;
** სამედიცინო დახმარება: იმოქმედოს მისი შესაძლებლობების ფარგლებში ექიმების მოსვლამდე კლიენტის ჯანმრთელობის გაუარესების ან ტრავმის დროს;
** კრიზისების მართვა: ხანძრის, მიწისძვრის ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების დროს პანიკის გარეშე მოქმედება

ძირითადი მოთხოვნები:

1. განათლება, სერტიფიკატები და გამოცდილება:

** სპეციალური მომზადების კურსები: პირადი დაცვის კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
** სამედიცინო მომზადება: პირველადი გადაუდებელი დახმარების და ხანძარსაწინააღმდეგო სწავლების სერტიფიკატი და პრაქტიკული ცოდნა.
** გამოცდილება: უპირატესობა თითქმის ყოველთვის ენიჭებათ პირებს, რომლებსაც აქვთ სამხედრო სამსახურის, სამართალდამცავ უწყებებში ან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
** ცვლიან რეჟიმში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია: უცხო ენების, განსაკუთრებით ინგლისური ენის საშუალო დონეზე ფლობა;
** საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები - საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Windows, MS Office აპლიკაციები - Word, Excel, Access Outlook); უპირატესობად ჩაითვლება ელექტრონულ და კომპიუტერულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის გამართული უნარები;

2. ფიზიკური მომზადება და პროფესიული უნარები:

** საბრძოლო ხელოვნების უნარები;
** ფიზიკური მომზადება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა და ექსტრემალური მართვის უნარები;

3. ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური თვისებები:

** სიტუაციური ცნობიერება;
** სტრესის მართვა და ცივი გონება;
** კონფლიქტების დეესკალაცია;
** თვითკონტროლი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

4. პიროვნული და ეთიკური სტანდარტები

** კონფიდენციალურობის დაცვა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინა;
** რეპუტაცია და წარსული;
** ტაქტის გრძნობა და ეტიკეტი;
** ემპათია და ადაპტაციის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 1 აგვისტო.

დასაქმებულის უფლებები:შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@veziri.net, ველში "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, პირადი მცველი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე