"Techzy" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბიზნეს განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე.
ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია მოიზიდოს და დახუროს მაღალი ღირებულების პროგრამული განვითარების პროექტები.
ანაზღაურება: 5,000 ₾+ + % მოზიდული პროექტებიდან
სამუშაო გრაფიკი: დისტანციური / თავისუფალი გრაფიკი
Techzy-ის შესახებ:
Techzy არის სწრაფად მზარდი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია, რომელიც ქმნის მობილურ აპლიკაციებს, ვებ-პლატფორმებს, ინდივიდუალურ პროგრამულ სისტემებს, AI გადაწყვეტილებებსა და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის სერვისებს - როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ვის ვეძებთ:
ვეძებთ გამოცდილ Senior Business Development Manager-ს, რომლის მთავარი მიზანი იქნება ახალი B2B კლიენტების მოძიება და პროგრამული განვითარების პროექტების წარმატებით მოზიდვა და დახურვა.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ახალი B2B კლიენტების მოძიება საქართველოში და საერთაშორისო ბაზარზე
** გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან (CEO, Founder, Director და სხვა) კომუნიკაცია
** შეხვედრებისა და ონლაინ პრეზენტაციების ორგანიზება
** კლიენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტის შეთავაზება
** კომერციული მოლაპარაკებების წარმართვა
** პროგრამული განვითარების პროექტების დახურვა და ხელშეკრულებების გაფორმება
ჩვენი სერვისები:
** მობილური აპლიკაციები (iOS / Android) ▸ ვებ-პლატფორმები და ვებსაიტები
** ინდივიდუალური პროგრამული სისტემები ▸ AI გადაწყვეტილებების დანერგვა
** ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია ▸ UI/UX დიზაინი.
მოთხოვნები:
** წარმატებული გამოცდილება B2B გაყიდვებში
** ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიების გამოცდილება
** მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციების ძლიერი უნარები
** ქართულისა და ინგლისურის კარგი ცოდნა
** IT / Software Development სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** შედეგზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი მიდგომა.
რას გთავაზობთ:
** 5, 000 ₾+ ფიქსირებული ანაზღაურება (გამოცდილების მიხედვით)
** ბონუსი თითოეული მოზიდული პროექტიდან
** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
** თანამედროვე და დინამიკური სამუშაო გარემო
მოგვწერეთ:
** გამოგზავნეთ თქვენი CV
** თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მოიზიდოთ და დახუროთ მაღალი ღირებულების პროექტები - s.bakashvili@techzy.app ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: Senior Business Development Manager
Techzy · www.techzy.app პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება
|