მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის Hilton-ის დიდი ოჯახის წევრი?
ჩვენ გეძებთ შენ — საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს კვებისა და სასმელების განყოფილებაში სტუმრების მომსახურების აგენტის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დაუფლებასა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს
** მსოფლიოს მასშტაბით Hilton-ის ფასდაკლებების პროგრამას
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუსებს
** ორჯერად კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ორმაგად ანაზღაურებად ღირსშესანიშნავ დღეებს
** ღირსეულ სამუშაო პირობებს
** სხვადასხვა სახალისო აქტივობებსა და წამახალისებელ პროექტებს
** უფასო ტრენინგებს Hilton-ის, LinkedIn-ისა და Harvard-ის საგანმანათლებლო პლატფორმებზე
** ჯიემების აკადემიაში სწავლის შესაძლებლობას
რას ველით შენგან:
** ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას
** პოზიტიურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ
** განვითარების სურვილსა და მოტივაციას, რათა ჩვენს სტუმრებს ერთად შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი
ველოდებით შენს რეზიუმეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbsrv.hr@hilton.com
მადლობა ინტერესისთვის, შეხვედრამდე!
|